აღწერა

მეცნიერების მასწავლებელი რაილენდ გრეისი კოსმოსურ ხომალდზე იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ დედამიწიდან მილიარდობით კილომეტრით არის დაშორებული. მას თავდაპირველად არც საკუთარი ვინაობა ახსოვს და არც ის, როგორ აღმოჩნდა კოსმოსში. მეხსიერების თანდათან დაბრუნების შემდეგ გრეისი იგებს, რომ კაცობრიობის გადარჩენის მისია მასზეა დამოკიდებული — უცნობი ნივთიერება მზეს ენერგიას ართმევს და დედამიწას კატასტროფა ემუქრება. გრეისმა თავისი სამეცნიერო ცოდნა და გამჭრიახობა უნდა გამოიყენოს, რათა ამ იდუმალი საფრთხის საიდუმლო ამოხსნას და დედამიწის განადგურება თავიდან აიცილოს. თუმცა მისი მისია სრულიად მოულოდნელ მიმართულებას იღებს, როდესაც კოსმოსში სხვა სიცოცხლის ფორმას აღმოაჩენს და ხვდება, რომ შესაძლოა ამ ბრძოლაში მარტო აღარ იყოს. პროექტი ავე მარია (Project Hail Mary, 2026)
