ბობ მარლი: ერთი სიყვარული
აღწერა

ბობ მარლი იამაიკიდან გამოსული ახალგაზრდა მუსიკოსია, რომლის უნიკალური ხმა და მუსიკა მალე სცდება ქვეყნის საზღვრებს. ფილმი მოგვითხრობს მის რთულ გზაზე — ბავშვობისა და კარიერის დასაწყისიდან მსოფლიო აღიარებამდე — და იმ მოვლენებზე, რომლებმაც მისი მუსიკა სიყვარულის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოდ აქცია. დიდი წარმატების მიღმა ბობი პირად და პროფესიულ სირთულეებსაც ებრძვის, ცდილობს ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნებას და საკუთარ იდეალებს არ უღალატოს. მისი მუსიკა და მშვიდობისკენ მოწოდება მილიონობით ადამიანს აერთიანებს, თუმცა ამ გზას მძიმე გამოცდები და ჯანმრთელობის პრობლემებიც ახლავს. ბობ მარლი: ერთი სიყვარული (Bob Marley: One Love) (2024)
